ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში დრონის აღმოჩენის გამო, ავიარეისები შეფერხდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით შენიშნეს. ის აეროპორტის სიახლოვეს ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა. აეროპორტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ მუშაობდა, თუმცა შემდეგ რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გაუშვა დრონი.
კომენტარები
