ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქალაქი ღაზა დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ქალაქის აღმოსავლეთ ზონებზე მიიტანეს.
არაბული მედია წერს, რომ ისრაელის არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ქალაქ ხან იუნისზეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არაბულ ანკლავში დაღუპულთა რიცხვი 236-მდე გაიზარდა.
არაბული მედიის თანახმად, ორი პალესტინელი, მათ შორის ერთი მოზარდი, დაიღუპა ისრაელის ძალებისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პირების თავდასხმების შედეგად.
კომენტარები
