უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკის დაცვა გრძელდება და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმები ოპერაციას აგრძელებენ.
მათივე ცნობით, პოკროვსკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები რუს ოკუპანტებთან. წარმატებული საჰაერო ოპერაციის შემდეგ დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებს, რომლებმაც დაიკავეს დანიშნული პოზიციები და შექმნეს სახმელეთო დერეფანი, სპეციალური დანიშნულების დამატებითი რაზმები შეუერთდნენ. მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მტრის მცდელობების აღმოფხვრას, გააძლიერონ საცეცხლე ძალა ლოგისტიკაზე დაზვერვის მთავარი სამმართველოს პასუხისმგებლობის ზონაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩართული პერსონალის უსაფრთხოების მიზნით ოპერაციების დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი პოკროვსკი დაიკავეს, უკრაინელი ჯარისკაცები კი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე უარყოფს.
