ისრაელის სახელმწიფოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა.
შეხვედრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ, მჭიდრო მეგობრობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში.




კომენტარები
