საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირი გამართა და საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი წარუდგინა.
თათბირზე შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.
შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო-სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
კომენტარები