„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
ოთხშაბათს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარდგება.
ინტერპელაციის წესით ორი ძირითადი საკითხი განიხილება, რომელიც საგანმანათლებლო რეფორმასა და „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას შეეხება.
ასევე, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.
პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ზრუნვასთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია.
საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების საკითხს განიხილავს








