საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი – „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. მოზარდების უმეტესობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.
