რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონ დოლარს არ უნდა აძლევდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ზელენსკი უარს ამბობს, უპასუხოს დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებას.
კონგრესმენის თქმით, უკრაინის დაფინანსება უნდა ამოიღონ თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან.
„აშშ-ის მთავრობა არ უნდა აძლევდეს 400 მილიონ დოლარს უკრაინას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ზელენსკი უარს ამბობს, უპასუხოს პრეზიდენტს სამშვიდობო შეთანხმებაზე. უკრაინის მთავრობა ახლახან გამოიჭირეს კორუფციის საქმეზე და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ აქ ფულის გათეთრებაც ფიგურირებს. ის ფაქტი, რომ კონგრესი კვლავ აგზავნის მათთან დაფინანსებას, საზარელია. ეს უნდა ამოიღონ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან“, – წერს კონგრესმენი.
კომენტარები
