თბილისის ნაწილს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაინის, ვარკეთილი-3 დასახლების VII კვარტლის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ნავთლუღის II დასახლების, ჭიჭინაძის, ნაკადულის, ჭირნახულის, გახოკიძის, იუმაშევის, ქვილითაიას, კალოუბნის, წურწუმიას, გურჯიევის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), გორგასალის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, გულუას და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჟორდანიას, ლომინაძის, კოტე აფხაზის, თუმანიანის და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ხიზანიშვილის და კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.