ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქ. თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარი“-ს მოსწავლეების ვიზიტი განხორციელდა. იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციამ კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სახის ვიზიტები ეხმარება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას.











კომენტარები
