უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთთან ომი 2026 წელს დასრულდება.
ომის დასრულების ერთ-ერთ მიზეზად ზელენსკი იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველთა ნაკლებობას განიცდის.
მისი თქმით, რუსეთს ფრონტზე წარმატებები აღარ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად რუსული ჯარი 40 ათასზე მეტი ადამიანით ივსებოდა.
„2025 წელს მათი არმიის რიცხოვნობა აღარ გაიზარდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ომი გაჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინს მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს. ახლა მას პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ხალხი მობილიზაციას მხარს არ უჭერს. მას საზოგადოებასთან პრობლემები ექნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კომენტარები

