The Telegraph-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინა თავის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა, სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა ჩაიშალოს.
კრემლს, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა დრონის გადაჭერა შეძლო, პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ფაქტები ჯერ არ მოუყვანია. ზელენსკიმ აღნიშნულს ტყუილი უწოდა, თუმცა ამ გარემოებამ მოსკოვს არ შეუშალა ხელი ეთქვა, რომ მოლაპარაკებებში მიდგომებს ცვლის, წერს The Telegraph-ი.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკება, ლიდერების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.
მხარეები ყველაზე მნიშვნელოვანზე, უკრაინის ტერიტორიის დათმობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
კომენტარები

