იაპონიაში, სათხილამურო კურორტზე, ხუთი წლის ბიჭს მოძრავი ბილიკის მექანიზმში ხელი გაეჭედა და გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე დასასვენებლად იმყოფებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰინატა გოტო ჰოკაიდოს კურორტის სათხილამურო ტრასებზე მოძრავი ბილიკიდან გადასვლას აპირებდა, როდესაც დაეცა და მარჯვენა ხელი მექანიზმში გაეჭედა.
მედიის ცნობით, ბილიკი აღჭურვილი იყო დამცავი მექანიზმით, მაგრამ ის არ ჩაირთო. მექანიზმი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ბიჭის დედამ საგანგებო გაჩერების ღილაკს დააჭირა.
მაშველებმა 40 წუთი დასჭირდათ ბილიკის მექანიზმის დასაშლელად, რათა ბიჭი, რომელმაც იმ დროისთვის გონება დაკარგა, გაეთავისუფლებინათ. მოგვიანებით, ის საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოაცხადეს.
კომენტარები

