აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმირებულია ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის დაბომბვის შესახებ. ინფორმაციას ტელეარხ CBS News-ის კორესპონდენტი ჯენიფერ ჯაკობსი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„CBS News-ის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ინფორმირებულები არიან ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დილით ადრე აფეთქებებისა და თვითმფრინავების გამოჩენის შესახებ. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა“, – წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მომხდარი. აღსანიშნავია, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვაში გემებს ანადგურებს. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა გააძლიერა.

