რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაიბომბა ხარკოვის საფოსტო ტერმინალი, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაშავდა.
დაბომბვას ხანძარი მოჰყვა. მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ორი ადამიანი ნანგრევებში იყო მოყოლილი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე ახლაც მუშაობენ.
ამასთან, როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი წერს, რუსეთმა ქალაქში ბავშვთა სანატორიუმიც დაბომბა, რის შედეგადაც იქაც ცეცხლი გაჩნდა.
რუსეთმა ხარკოვი ჯერ რაკეტებით, ხოლო შემდეგ დრონებით დაბომბა.
კომენტარები

