უკრაინული გამოცემა ჩეჩნეთის ოპოზიციურ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, კადიროვის უმცროსი შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. მედიის მიხედვით, ის ამჟამად ქალაქ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვს მოსკოვში გადასაყვანად ამზადებენ.
ავარია კადიროვის სწრაფად მიმავალმა კოლონამ გამოიწვია, რა დროსაც ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
კომენტარები
