დანიაში გრენლანდიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები კოპენჰაგენში, აშშ-ს საელჩოს წინ შეიკრიბნენ და სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდნენ, მათ შორის, „ხელები შორს გრენლანდიისგან“.
„ჩვენ ვაპროტესტებთ ამერიკულ განცხადებებს და ამბიციას, რომ გრენლანდიის ანექსირება მოხდეს. ჩვენ მოვითხოვთ დანიის სამეფოსა და გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემას. საიმედოდ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენს შორის ბევრია, ვინც მხარს უჭერს გრენლანდიას“, – განაცხადა ორგანიზაცია „ინუიტის“ თავმჯდომარემ, კამილა სიეზინგმა.
კომენტარები
