ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გვაშანტაჟონ. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ. მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირე მეზობლებს, – ასე პასუხობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი დონალდ ტრამპს.
„ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ახლა გამოყოფილ ქვეყნებს. შვედეთი ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებული რეაგირებისთვის“, – წერს შვედეთის პრემიერი.
დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.
ულფ კრისტერსონი
კომენტარები
