დონალდ ტრამპმა ირანში არსებულ ვითარებაზე „პოლიტიკოსთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ირანში მკვლელობები შეწყდა.
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მან [აიათოლა ალი ხამენეი] ოდესმე მიიღო, იყო ორი დღის წინ, 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობის თავიდან აცილება“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აიათოლა ალი ხამენეის „ავადმყოფი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ჟურნალისტმა მას აჩვენა ირანის სულიერი ლიდერის პოსტები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დამნაშავეა ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლისთვის.
„ეს კაცი ავადმყოფია. მან სათანადოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა და შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა. მისი ქვეყანა ცუდი ხელმძღვანელობის გამო ყველაზე საშინელი ადგილია საცხოვრებლად მთელ მსოფლიოში. როგორც ქვეყნის ლიდერი, ის დამნაშავეა ქვეყნის სრულ განადგურებაში და ძალადობის გამოყენებაში ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს. იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნქციონირება შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქციონირება ძალიან დაბალი დონისაა, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ქვეყნის სათანადო მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ შეერთებულ შტატებში და არა ათასობით ადამიანის მოკვლაზე, რომ კონტროლი შეინარჩუნოს. ლიდერობა პატივისცემაზეა დაფუძნებული და არა შიშსა და სიკვდილზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
