სირიის არმია ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე შევიდა და დასავლეთ ევფრატის ზონაში და დეირ ჰაფერზე სრული სამხედრო კონტროლი დაამყარა. სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, არ შევიდნენ ოპერაციების ზონაში, სანამ ტერიტორია სრულად არ იქნება დაცული.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. ქურთული ძალების ლიდერი დათანხმდა შტატების მიერ მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალების” ევფრატის აღმოსავლეთით გადაჯგუფებას, რაც, მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების და შუამავლების მოწოდებების საპასუხოდ განხორციელდა.
ქურთული ძალების უკან დახევამდე სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ქურთულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს მიანიჭებს და ქურთულ ახალ წელს ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადებს. ეს 1946 წელს სირიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქურთების ეროვნული უფლებების პირველი ოფიციალური აღიარებაა.
