უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დასავლეთ ევროპას ომისთვის მზადებაში კიდევ ერთხელ ამხელს და აცხადებს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი სცენარი არ განხორციელდეს. განცხადება ვიქტორ ორბანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია „ფიდესის“ მომხრეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ომი ძალიან ახლოსაა. დასავლეთ ევროპაში მზადება დაწყებულია. ბოლო დროს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრები სამხედრო საბჭოს დაემსგავსა, სადაც იმაზე მსჯელობენ თუ როგორ დაამარცხონ რუსეთი. ბუდაპეშტი ასეთი სცენარის კატეგორიულად წინააღმდეგია, რადგან ის შეიძლება ახალ მსოფლიო ომად იქცეს. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სცენარი არ განხორციელდეს“, – განაცხადა ორბანმა.
კომენტარები
