სამართალდამცველებზე თავდასხმებსა და ქრისტიანთა დაშინებას ფედერალური კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ.
„ახლახან ვესაუბრე პასტორს მინესოტაში, რომლის ეკლესიაც თავდასხმის სამიზნე გახდა. სამართალდამცველებზე თავდასხმებსა და ქრისტიანთა დაშინებას ფედერალური კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
თუ შტატის ლიდერები უარს იტყვიან პასუხისმგებლობით მოქმედებაზე უკანონობის აღსაკვეთად, იუსტიციის დეპარტამენტი კვლავაც მობილიზებული იქნება ფედერალური დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
