ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთი უკრაინას არ მიჰყიდის და არც საჩუქრად გადასცემს მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებსაც დრონების ჩამოგდება შეუძლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გასულ პარასკევს, კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას მოკლე დროში შეუძლია რამდენიმე თვითმფრინავის მიწოდება.
ორშაბათს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთის არმიას თავად სჭირდება ეს თვითმფრინავები და მათი გადაცემა შეუძლებელია.
„ეს თვითმფრინავები არ არის ხელმისაწვდომი და ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს“, – დასძინა ბაბიშმა.
კომენტარები
