შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი, გრენლანდიის საკითხზე დავასთან დაკავშირებით, ევროპას ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საპასუხო ზომების მიღებას არ ურჩევს. სკოტ ბესენტის თქმით, ეს უგუნურება იქნება.
„ჩვენი ეკონომიკა ძალიან კარგი მდგომარეობაშია და როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ის სწრაფად ვითარდება. ჩვენ ტრილიონობით დოლარის ოდენობით ინვესტიციას ვიღებთ და ვფიქრობთ, ამ წელს ეს ნაკადი კიდევ გაიზრდება. ევროპელების მხრიდან შტატებისთვის საპასუხო ზომების მიღება უგუნურება იქნებოდა“, – განაცხადა ბესენტმა.
კომენტარები
