აშშ-ში, დასავლეთ მიჩიგანში, 196-ე შტატთაშორის გზატკეცილზე ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის რამდენიმე სატვირთო მანქანა მოყვა.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გზის გაწმენდას რამდენიმე საათი დასჭირდება, რომელიც ორივე მიმართულებით მრავალი კილომეტრის მანძილზე ჩახერგილია.
“ტბის ეფექტის” მქონე ძლიერმა თოვლმა დასავლეთ მიჩიგანის ტერიტორია მოიცვა, რაც მძღოლებისთვის სახიფათო ვითარებას ქმნის.
კომენტარები
