აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, ვენესუელელი ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო ქვეყნის ხელმძღვანელობაში რაიმე ფორმით ჩართოს.
თეთრ სახლში ბრიფინგზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელის მიმართ მკაცრად იყო განწყობილი, თუმცა ახლა ეს ქვეყანა უყვარს.
„ვენესუელამ თავისი ციხეები შეერთებულ შტატებში გახსნა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე მკაცრად ვიყავი განწყობილი ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ ახლა მე მიყვარს ვენესუელა. ისინი ჩვენთან კარგად თანამშრომლობენ. ასევე, რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, წარმოუდგენლად კარგმა ქალმა ძალიან წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ჩვენ მასთან ვსაუბრობთ და შესაძლოა, რაიმე ფორმით ჩავრთოთ. ძალიან მინდა, რომ ამის გაკეთება შევძლო. მარია, იქნებ ამის გაკეთება შევძლოთ. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან და ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ. ნავთობკომპანიები ემზადებიან იქ მასშტაბური ინვესტიციების განსახორციელებლად. მათ უფრო მეტი ნავთობი აქვთ, ვიდრე საუდის არაბეთს“, – განაცხადა ტრამპმა.
