მექსიკის ყურე ახლა არის ამერიკის ყურე, რადგან სანაპირო ზოლის 92 პროცენტი ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს ყოველთვის მაწუხებდა. სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი, 92 პროცენტი ჩვენ გვაქვს. მექსიკას მცირე პროცენტი აქვს, ის დაახლოებით რვა პროცენტს შეადგენს. მე ვკითხე, რატომ არის ეს მექსიკის ყურე? ეს უნდა იყოს ამერიკის ყურე. ვაპირებდი მისთვის „ტრამპის ყურის“ დარქმევას, მაგრამ მეგონა, მომკლავდნენ, თუ ამას გავაკეთებდი. მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ გადავწყვიტე, არ გამეკეთებინა. ვხუმრობ. ნამდვილად არ ვაპირებდი, მისთვის „ტრამპის ყურე“ დამერქმია. „ტრამპის ყურე“ კარგად ჟღერს. იქნებ მართლა ასე ვუწოდოთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა.
