აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს აღგვის პირისაგან მიწისა, თუ თეირანი მის მოკვლას შეეცდება.
ტელეარხ Newsnation-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ მთელ ქვეყანას დაარტყამს, თუ ირანი მას მოკვლით დაემუქრება.
„რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ქვეყანა აფეთქდება. რა თქმა უნდა, მე მათ ძლიერ დარტყმას მივაყენებდი. ძალიან მკაფიო მითითებები გავეცი“, – აღნიშნა ტრამპმა.
კომენტარები
