აშშ-ში დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
მსვლელობისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „არა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს“.
ამასთან, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს აქცია შეძახილებით: „არა სიძულვილს, არა შიშს, ლტოლვილები აქ მისასალმებელია“.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა, რასაც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
კომენტარები
