ადიღეს რესპუბლიკაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების დროს საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასროლილი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
რუსული მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 11 მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.
ინციდენტი ტახტამუკაისკის რაიონში მოხდა, სადაც საგანგებო სიტუაციების რეჟიმი შემოიღეს. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
კომენტარები
