აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, წვრთნების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტებზე უნდა იზრუნოს. ამის შესახებ ბესენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობს საფრანგეთის სურვილზე, გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნები ჩატარდეს, ბესენტმა აღნიშნა, რომ მაკრონმა ფრანგი ხალხის პრიორიტეტებზე უნდა იზრუნოს.
„თუ მხოლოდ ეს არის ის, რისი გაკეთებაც პრეზიდენტ მაკრონს სურს, როდესაც საფრანგეთის ბიუჯეტი ქაოსშია, ვურჩევდი, ყურადღება ფრანგი ხალხის სხვა პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, – განაცხადა ბესენტმა.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპი დავოსში დაახლოებით სამი საათის დაგვიანებით ჩავა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს დაახლოებით სამი საათით დააგვიანდება. განახლებული გრაფიკი არ მინახავს“, – აღნიშნა ბესენტმა.
ცნობისთვის, საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს. ელისეის სასახლის ინფორმაციით, ქვეყანა მზადაა, წვრთნებში მონაწილეობა მიიღოს.
