ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის თქმით, ევროპას ამერიკელების გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია.
„დღევანდელი პანელური დისკუსიის შეკითხვაა, შეუძლია, თუ არა ევროპას საკუთარი თავის დაცვა? ჩემი პასუხია, კი. ამერიკელების გარეშეც“, – განაცხადა სტუბმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს.
სტუბის განმარტებით, ფინეთს ჯარში ერთი მილიონი ადამიანის გაწვევა შეუძლია. გარდა ამისა, მის ქვეყანას რამდენიმე კვირაში 280 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. ფინეთს 62 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი აქვს. სტუბის განცხადებით, ფინეთმა 64 ერთეული F-35 ტიპის თვითმფრინავი შეიძინა.
მისი თქმით, ფინეთს პოლონეთთან ერთად ევროპაში უმსხვილესი საარტილერიო ძალები ჰყავს.
კომენტარები
