აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში დაფიქსირებულ „რეკორდულ მაჩვენებლებზე“ და მხარდამჭერებს რიტორიკული კითხვით მიმართა, ხომ არ უნდა ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადით.
„რეკორდული მაჩვენებლები ყველგან! ხომ არ ვიყარო კენჭი მეოთხე ვადით?“ – დაწერა პრეზიდენტმა.
როდესაც ტრამპი „მეოთხე ვადაზე“ საუბრობს, ის ეყრდნობა საკუთარ მტკიცებულებას, რომ რეალურად მან ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნები მან მოიგო, თუმცა შედეგები გაყალბდა. შესაბამისად, ის ამ პერიოდსაც თავის ვადად თვლის.
კომენტარები
