გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინის ომის გამო ნავთობით დატვირთულმა სანქცირებულმა რუსულმა ტანკერებმა ლა-მანშის სრუტე შეუფერხებლად გაიარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საუბარია 42 რუსულ ტანკერზე. მათგან ერთ-ერთი, ვენესუელიდან დაიძრა, ლა-მანშის სრუტე გაიარა და უკვე სანქტ-პეტერბურგს უახლოვდება.
რუსული ნავთობის ტანკერები გადაადგილდებიან იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების მიზნით, მტკიცე რეაგირების პირობა დადო, წერს BBC.
კომენტარები
