დანიის მიერ გრენლანდიაში გაგზავნილ ჯარს საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება მისცეს. ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჯარი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის უნდა იყოს მზად.
დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბრძანება რამდენიმე ეტაპის ოპერაციას მოიცავს, რომელიც გრენლანდიაზე დამატებითი ძალების გაგზავნას ითვალისწინებს.
კომენტარები
