უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ანდრეი სიბიგამ პუტინს უნგრელების პატრონი უწოდა.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინას უნგრეთში სურს ისეთი მთავრობა, რომელიც მზად იქნება, ომში ჩაერთოს.
“როგორც ვხედავ, ჩვენს არჩევნებში ჩარევა დაიწყეთ. ჩვენ ვიცით, რომ გსურთ მთავრობა, რომელიც ბრიუსელს დათანხმდება და მზად იქნება, უნგრეთი თქვენს ომში ჩაითრიოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.
კომენტარები
