ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პატიმრობიდან 626 მსჯავრდებული გაათავისუფლა.
მისივე თქმით, პატიმრების გათავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „ფორო პენალმა“ დაადასტურა, რომ 8 იანვრიდან ვენესუელაში სულ მცირე 154 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.
როდრიგესმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ თურქს დაუკავშირდება და სთხოვს გათავისუფლებულთა სიები გადაამოწმოს.
ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად 6 იანვარს გახდა. ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში მეუღლესთან ერთად დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს.
