მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტების მიერ მოკლული მოქალაქე 51 წლის მამაკაცი იყო.
ამასთან, როგორც „ბიბისის“ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განუცხადა, მამაკაცი შეირაღებული იყო.
„ოფიცრებმა ეჭვმიტანილის განიარაღება სცადეს, მაგრამ შეიარაღებულმა ეჭვმიტანილმა მათ ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწია. საკუთარი სიცოცხლისა და კოლეგების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით აგენტმა თავდაცვითი სროლა განახორციელა. იქ მყოფმა ექიმებმა დაუყოვნებლივ გაუწიეს სამედიცინო დახმარება დაზარალებულს, მაგრამ ის ადგილზე დაიღუპა“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერმა, ტრიშა მაკლაფლინმა.
მანამდე მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა მინეაპოლისში ადგილობრივი დროით 09:05 საათზე მოხდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მომხდართან დაკავშირებით მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი თეთრ სახლს ესაუბრა.
„მე ახლახან ვესაუბრე თეთრ სახლს ფედერალური აგენტების მიერ დღეს დილით მომხდარი კიდევ ერთი საშინელი სროლის შემდეგ. მინესოტაში ეს მოხდა, ეს საშინელებაა. პრეზიდენტმა უნდა დაასრულოს ეს ოპერაცია. გაიყვანოს ათასობით მოძალადე, გაუწვრთნელი ოფიცერი მინესოტიდან, ახლავე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
