ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპის ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე. ის იღებს რეალურ გამოწვევებს, აღწევს დადებით შედეგებს და ხელს უწყობს პროგრესს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასეთი ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოში მშვიდობისმოყვარე ადამიანებს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!”- წერს ორბანი.
კომენტარები
