დონალდ ტრამპმა ის საიდუმლო იარაღი დაასახელა, რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ვენესუელის ლიდერის დაკავების დროს გამოიყენეს. „ნიუ იორკ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მადუროს დაკავების ოპერაციისას ე.წ. „დისკომბობულატორი“ გამოიყენეს, რომელმაც კარაკასში ამერიკული ვერტმფრენების შეფრენისას საჰაერო თავდაცვის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას ამ იარაღზე მეტის თქმა სურს, თუმცა ამის უფლება არ აქვს.
კომენტარები
