უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.
ზელენსკის ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში შეხვედრები აქვს დაგეგმილი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასა და პოლონელ კოლეგასთან, კაროლ ნავროცკისთან, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.
როგორც მედია წერს, სამი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ იანვრის ამბოხების 163-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
კომენტარები
