კანადა სისტემატურად ანადგურებს საკუთარ თავს. ჩინეთთან გარიგება მათთვის კატასტროფაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გარიგებად შევა. მათი ყველა ბიზნესი აშშ-ში გადადის. მინდა, კანადა გადარჩეს და აყვავდეს!“ – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი წარმატებით და სრულად იპყრობს ოდესღაც დიდებულ კანადას.
„ძალიან სამწუხაროა ამის დანახვა. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ჰოკეის არ დაანებებენ თავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
