ირანზე აშშ-ის შესაძლო დარტყმა სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ირანზე თავდასხმისთვის ემზადება და შესაძლოა, თავდასხმა ნებისმიერ დროს მოხდეს.
„რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობისთვის. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ კვლავ გვსურს, ველოდოთ თავშეკავებას ყველა დაინტერესებული მხარისგან და, რა თქმა უნდა, ყურადღებას მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებსაც ისინი სასწრაფოდ მიიჩნევენ“, – აღნიშნა პესკოვმა.
კომენტარები
