თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს.
შევხედრის დაწყებამდე ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ირანთან აშშ-ის მოლაპარაკებები იქნება.
უცხოური მედია წერს, რომ მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკების საკითხზე დონალდ ტრამპს ისრაელის „პრინციპებს“ წარუდგენს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ოფიციალურად შეუერთდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“.
კომენტარები
