აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გაფართოება, თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ჩათვლით, მხოლოდ სხვა სახის ომს მოიტანს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
ფიდანმა აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, აშშ-იც და ირანიც მზად არიან, კომპრომისზე წავიდნენ ბირთვული შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანს გულწრფელად სურს რეალური შეთანხმების მიღწევა და რომ, მისი აზრით, ირანი დაეთანხმება გამდიდრების დონის შეზღუდვებს და მკაცრ ინსპექტირების რეჟიმს, როგორც ეს გააკეთა 2015 წელს აშშ-თან და სხვა მსოფლიო ძალებთან ხელმოწერილი შეთანხმებით.
ფიდანმა განაცხადა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან აშშ-ის, ირანისა და რეგიონის ოფიციალურ პირებთან.
„დადებითი მოვლენაა, რომ ამერიკელები, როგორც ჩანს, მზად არიან, შეეგუონ ირანის ურანის გამდიდრებას მკაფიოდ განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. ირანელები ახლა აღიარებენ, რომ მათ ამერიკელებთან შეთანხმების მიღწევა სჭირდებათ და ამერიკელები ხვდებიან, რომ ირანელებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ. მათი იძულების მცდელობას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.
