აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Goldman Sachs-ის წამყვანი იურისტი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი, კეტრინ რუმლერი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რუმლერის გადადგომა Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ სოლომონმა დაადასტურა, თუმცა ეპშტეინთან კავშირი არ უხსენებია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ დადგინდა, რომ რუმლერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეპშტეინთან მიმოწერა ჰქონდა. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განიხილავდნენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუმლერი ბანკში 2021 წლიდან მუშაობდა, ხოლო მანამდე პრეზიდენტ, ბარაკ ობამას დროს თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
კომენტარები
