ევროკავშირი ჯერ არ არის მზად უკრაინას გაწევრების კონკრეტული თარიღი შესთავაზოს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„წევრი სახელმწიფოები ჯერ არ არიან მზად კონკრეტული თარიღის დასასახელებლად. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, მათი პრიორიტეტია აქტიური მუშაობა და იმის დემონსტრირება, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, – აღნიშნა კალასმა.
კომენტარები
