რობერტ ფიცო უკრაინას პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრატისლავაზე წნეხისთვის კიევი ნავთობსადენ „დრუჟბას“ იყენებს, რათა სლოვაკეთს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის შეცვლა აიძულოს. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის პრემიერმა მარკო რუბიოსთან აშშ-სლოვაკეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააკეთა.
„ნავთობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამ, როგორც პოლიტიკურ შანტაჟს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართ, მათი უკომპრომისო პოზიციის გამო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე. ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი, უკრაინის გავლით, უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, შესაძლოა, ბოლო დაზიანების შემდეგ უკვე შეკეთებულია, თუმცა უკრაინა, შეიძლება განზრახ აჭიანურებს მიწოდების აღდგენას, რათა ზემოქმედება მოახდინოს სლოვაკეთზე და აიძულოს ბრატისლავა, არ შეეწინააღმდეგოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხს“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
