აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს და ხვალ ჟენევაში დაგეგმილ უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდას სწრაფად უნდა მიუჯდეს.
„უკრაინისთვის უკეთესი იქნებოდა მოლაპარაკებების მაგიდას სწრაფად მიუჯდეს. ეს არის ის, რასაც ვამბობ. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ გვსურს, რათა ისინი [მაგიდას] მიუსხდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
