შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს უნგრეთსა და სლოვაკეთში ვიზიტს ეხმაურება.
ბილდტის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუბიომ დრო ვერ გამონახა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შესახვედრად, თუმცა მას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ უნგრეთში ჩასულიყო და ვიქტორ ორბანს შეხვედროდა.
„მიუნხენში სახელმწიფო მდივან რუბიოს არ ჰქონდა დრო კაია კალასის სანახავად და ამის ნაცვლად ბუდაპეშტში გაემგზავრა ვიქტორ ორბანთან შესახვედრად“, – წერს ის.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მარკო რუბიო ჯერ სლოვაკეთს, შემდეგ კი უნგრეთს ეწვია.
კომენტარები
